20:38 - 20 Aug, 2026
|
2023-12-09 18:26:27, 1054 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო მინისტრი - გაეროს რეზოლუციის დაბლოკვით, აშშ ღაზას საკითხთან დაკავშირებით მარტო დარჩა
გაეროს რეზოლუციის დაბლოკვით, აშშ ღაზას საკითხთან დაკავშირებით მარტო დარჩა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა. ფიდანის თქმით, გაეროს წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ისრაელმა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა უნდა შეწყვიტოს. „ჩვენმა მეგობრებმა თქვეს, რომ ამერიკა ახლა მარტო იყო ამ საკითხში, რაც განსაკუთრებით კიდევ ერთხელ დავინახეთ გაერო-ში გამართულ კენჭისყრაზე. გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, მაგრამ ამერიკამ დაადო ვეტო. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ. ჩვენც აღვნიშნეთ ეს ჩვენს შეხვედრებზე“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)