16:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 17:08:48, 1561 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მთა ჩირუხში არსებულ ვითარებას გაეცნო

შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მთა ჩირუხში  იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მოსახლეობის საზაფხულო იალაღებზე გასვლამდე გაიწმინდა მთებში მისასვლელი გზები, გამართულია ცენტრალური ელექტროგადამცემი ქსელი და ადგილობრივებს, ელექტროენერგიით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლება.

ომარ ტაკიძის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია  ჩირუხის გზის რეაბილიტაცია, ახალი შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა, ჩირუხის ცენტრის კეთილომოწყობა,  სასმელი წყლის პროექტირება. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიასთან სატელეფონო კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ადგილობრივები, როგორც ყველა მთაში აქაც ისარგებლებენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამითა და სამედიცინო მომსახურებით.

ხელმძღვანელ პირებმა დაათვალიერეს ასევე, ახალი ტურისტული ლოკაცია ,,კუნტიჯვარი“, რომელიც ჩირუხის მთიდან ბილიკით უკავშირდება დარჩიძეების ციხეს. აღნიშნულ ლოკაციაზე, აგვისტოში დაგეგმილია სახალხო დღესასწაულის ,,კუნტიჯვრობის“ ჩატარება.

 

 



 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics