14:20 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 13:22:38, 1868 ნახვა

რეგიონი
აჭარა ტურიზმის მიმართულებით დუბაის გამოცდილებას გაეცნო

აჭარა ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიმართულებით დუბაის გამოცდილებას ეცნობა. დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის ხელმძღვანელთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა ინფორმაცია მიიღო დუბაის ტურისტული განვითარების სტრატეგიისა და ეტაპების შესახებ.

დუბაის ტურიზმის სამსახურის ჩართულობით შეხვედრა დაიგეგმა დუბაის ტურიზმის კოლეჯის მენეჯმენტთან. უწყება ქვეყანაში ტურიზმის სექტორისთვის საჭირო კადრების მომზადებას უზრუნველყოფს და ტურიზმის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დუბაიში სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთებული ყურადღება ეთმობა ტურისტის ქვეყანაში მიღებიდან გაცილებამდე არსებული ტურისტული სერვისების ჯაჭვის განვითარებასა და ეფექტურად ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics