|
2021-04-06 22:46:03, 652 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი - როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო? ქუჩაში? და რამდენ ხანს?
„როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო? ქუჩაში? და რამდენ ხანს?“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობას ოპოზიციის ხილვა პარლამენტში სურთ. „რაც შეეხება ბოიკოტს, როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო. ქუჩაში? და რამდენ ხანს? სოციოლოგიური კვლევებია, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეებს სურთ ოპოზიცია სად იხილონ? რა თქმა უნდა პარლამენტში. აი, ამ ორი დამატებითი ნაბიჯით შეიქმნებოდა არაჩვეულებრივი გარემო მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს ეს, თუ ამ დასკვნამდე ქართველი პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ? კომპრომისი ორივე მხრიდან რომელიმე საკითხზე გაამარტივებდა სიტუაციას. ახლა ხიდი არ არის, ორი კედელია. ხიდის გადება ქართველ პოლიტიკოსებზეა“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)