|
2021-04-06 20:11:19, 994 ნახვა
კომენტარი
ლიეტუვის პრეზიდენტი - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს
„საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესების გართულების მიუხედავათ, ამ ფაქტორს ნატოში გაწევრიანების შეჩერება არ შეუძლია. „საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს. დიახ, ამის გამო ვითარება რთულია, შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება“,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)