|
2021-04-01 15:09:03, 1147 ნახვა
კომენტარი
პეტრე ცაავა - თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ ვარ „უძღები შვილი“, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო
„თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ ვარ „უძღები შვილი“, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო“, - ამის შესახებ წყონდიდის ეპარქიის ყოფლმა მეუფემ პეტრე ცაავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ის დაამტკიცებს ილია მეორეს უცხებ შივლობას და ღმერთისგან განდგომას, მან უნდა მოინანიოს. „მან თქვა, რომ მეუფე პეტრე არის უძღები შვილი და მელოდება, ამით მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და სახარება განმარტა არასწორად. უძღებმა შვილმა მამას მოსთხოვა მისი ქონების წილის აღება, მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა და რა თქმა უნდა, თავი ვერ გაართვა უძღებმა შვილმა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ჩავარდა ცოდვებში, მაგრამ შემდეგ მოეგო გონს და დაბრუნდა მამასთან სინანულით. თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი მამასთან, ე.წ მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ მფარველობთ ეკლესიაში უზნეობას, უსამართლობას, გყავთ პირადი პატიმარი, არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ, მამამ გამაგდო სახლიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ. თუ პატრიარქი დამიდასტურებს რომ მე ვარ უძღები შვილი მე მზად ვარ ბოდიში მოვიხადო და შენდობა ვითხოვო, მაგრამ თუ მე დავუდასტურებ რომ ის არის უძღები შვილი ღვთის წინაშე, რომელიც განუდგა ღმერთს და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს”, - განაცხადა პეტრე ცაავამ.
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)