|
2021-01-12 11:57:33, 742 ნახვა
სამართალი
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის საქმის განხილვა გრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ხუთი პირის საქმის განხილვა გრძელდება. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი დაიკითხება და საქმეშია არსებულ ვიდეომასალას გამოიკვლევენ. ყაზარაშვილმა აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით 100 მოწმიდან მხოლოდ 18 მოწმე დარჩა დასაკითხი. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება გამომძიებელი, გამოვიკვლევთ ვიდეომასალას, სხვა მოწმე დღეს არ გვეყოლება. რაც შეეხება უშუალოდ საქმეზე დაკითხულ მოწმეებს, ამ ეტაპზე 100 მოწმიდან 18 მოწმეა დარჩენილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლითაც დგინდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, შეუძლებელია ჩვენი მოლოდინი იყოს სხვაგვარი და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე ელოდება გამამტყუნებელ განაჩენს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)