12:46 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 11:57:19, 572 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ანა გაბეჩავა დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ანა გაბეჩავა დაიკითხება.

ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის ერთ-ერთი „ოქროს მოწმე“ გიორგი ქათამაძე და ექსპერტიც დაიკითხებიან.

„საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულის ნაწილებზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მათი ლოკალიზაციიდან გამომდინარე განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით. აღნიშნული პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მას მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდენენ და გადააგდეს წყალში.

დაიკითხებიან გიორგი ქათამაძე, ანი გაბეჩავა და ერთ-ერთი ექსპერტი რომელმაც იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან გამოითხოვა მასალა“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics