|
2020-11-10 13:43:05, 723 ნახვა
სამართალი
პოლიციის მხრიდან აქციაზე დაკავებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექოტის სამსახურმა, პოლიციის მხრიდან აქციაზე დაკავებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინაროებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. „2020 წლის 10 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან 2010 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ უკვე გამოიკითხა გ. მ. და დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)