|
2020-10-14 17:02:25, 1287 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ანტისამთავრობო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ითხოვენ პოლიტიკურ რეფორმებს, მათ შორის მეფის უფლებამოსილების შეზღუდვას, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს, მათი თქმით, ტაილანდის გარეთ ატარებს. აქციის მონაწილეები ასევე პრემიერ-მინისტრ ჩან-ოჩას გადადგომასა და ახალი კონსტიტუციის მიღებას მოითხოვენ. დედაქალაქში მონარქისტების საპასუხო აქციაც გაიმართა. ისინი აქციაზე ყვითელი მაისურებით იყვნენ მისულები. აქციაზე როიალისტებსა და დემოკრატიის მომხრეთა შორის დაპირისპირებაც მოხდა. როგორც Aljazeera წერს, აქციაზე ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. მედია იუწყება, რომ დედაქალაქში შაბათ-კვირას ჩატარებული საპროტესტო აქციები ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო წლების განმავლობაში. ხელისუფლების განცხადებით, შაბათს აქციაზე 18 000 ადამიანი იყო, თუმცა სხვები უფრო მაღალ მაჩვენებლებს ასახელებენ. მომიტინგეების მოწოდებები სამეფო რეფორმის შესახებ განსაკუთრებით აქტიურია ტაილანდში, სადაც მონარქიის კრიტიკა ისჯება ხანგრძლივი პატიმრობით. ტაილანდი პოლიტიკური არეულობისა და პროტესტის გრძელი ისტორია აქვს, მაგრამ ახალი ტალღა თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც სასამართლომ ახალი დემოკრატიულ-ოპოზიციური პარტია დაითხოვა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)