|
2020-10-13 10:47:52, 1196 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით დილიდან განაახლა
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანმა აქტიური საარტილერიო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით დილიდან განაახლა , - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. როგორც "არმენპრესი" იტყობინება, აღნიშნულის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „დილით მოწინააღმდეგემ განაახლა საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილო – აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით, რასაც თან ახლავს აქტიური სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა. მოწინააღმდეგე განსაკუთრებით აქტიურია ფრონტის ხაზის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში. მტრის ცეცხლის ჩასახშობად და მისი გეგმების ჩაშლის მიზნით, თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ატარებენ ადეკვატურ ზომებს ყველა მიმართულებით”, - განაცხადა შუშან სტეპანიანმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)