12:45 - 20 Aug, 2026
|
2020-08-17 13:45:23, 979 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო: ნუ დაელოდებით, რომ რაიმეს ზეწოლის ქვეშ გამაკეთებინებთ - ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ იქნება
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. „ნურასდროს დაელოდებით ჩემგან, რომ რაიმეს ზეწოლის ქვეშ გამაკეთებინებთ. ხელახალი არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობის გაღიზიანება მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსედ გამარჯვებამ გამოიწვია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების ხმათა 80% მიიღო. აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)