|
2020-08-15 13:59:38, 1095 ნახვა
მსოფლიო
ბალტიის ქვეყნები ბელარუსს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ
ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები ბელარუსს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ბალტიის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა ესტონეთში შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც განაცხადეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ხელახლა, გამჭივირველედ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ამასთანავე, მათ ბელარუსს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. გარდა ამისა, ბალტიისპირა ქვეყნების პრემიერ-მინიტრები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე დაწესდეს სანქციები. ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მან ხმების 80.23% მიიღო, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. დაიწყო აქციები. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ჭყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 2, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)