|
2020-08-13 12:29:39, 1089 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია. ახალგაზრდა უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო კვირას დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქციის მონაწილე მაშინ გარდაიცვალა, როდესაც საპატიმროში გადაიყვანეს. შეგახსნებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ქვეყანაში გაიფიცნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები. ჯარისკაცები ადგილობრივების პროტესტს უერთდებიოან. სამსახური დატოვეს სამთავრობო ტელევიზიის თანამშრომლებმაც. აქციების პარალელურად სამართალდამცავები დემონსტრატების დაკავებას ახორციელებენ. ამ დრომდე 6 000-მდე პირი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები და არასრულწლოვნები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)