კვირიკაშვილი: კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ
კახი კალაძეს გააჩნია ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რაც ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა.