რომის პაპი: საქართველო ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად წარმოგვიდგება
„თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა.