15:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 14:38:53, 748 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ ნავერიანი: "ნაცმოძრაობა" მარნეულში პროვოკაციებს გეგმავს

მარნეულის გამგებლისა და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში "ნაცმოძრაობა" პროვოკაციას გეგმავს.

"ქართული ოცნება-დემოკრეატიული საქართველოს" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის თქმით, "ნაცმოძრაობა" კვლავ არღვევს მშვიდობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა პრინციპს. 

"ჩვენ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებსა და მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც იგეგმება "ნაცმოძრაობის" მხრიდან. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და ღირსეულად გავიმარჯვებთ",- აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით კი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრას, "ნაცმოძრაობამ" მანიფესტაციის ჩატარება გამიზნულად დაამთხვია.

"მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა მოსახლეობასთან, რაც მოსახლეობისთვის გარკვეული დროით ადრე იყო ცნობილი. აღნიშნულის შესახებ მუნიციპატეტში განცხადება 29 სექტემბერს იქნა შეტანილი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა შეიტანა განცხადება მუნიციპალიტეტში მანიფესტაციის ჩატარების შესახებ იგივე დროსა და ადგილას, რაც ძირითადად ემსახურება კონფრონტაციას და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს",- აღნიშნა თოფჩიშვილმა.

მარნეულის გამგებელმა მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვიოკაციას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics