სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღვინის საწარმო დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმო, შპს „მარანული“ დაათვალიერეს.