|
2017-05-04 22:31:08, 2313 ნახვა
საზოგადოება
სამშენებლო კომპანია „აქსისთან" დაზარალებული მოქალაქეების აქცია გაიმართება
ხვალ 17 საათზე სამშენებლო კომპანია „აქსისის“ ოფისთან ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, ვინც წლების წინ „აქსისისგან“ ბინები იყიდა, თუმცა ჯერ არ ჩაბარებიათ. „აქსისის“ წინააღმდეგ დაზარალებულთა საჩივარი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა კომპანიამ საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და ახლა გადაწყვეტილებას ელოდებიან. „წლებია, კომპანია „აქსისი“ ხალხს ატყუებს. დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს საქალაქო სასამართლოს და უამრავი დავაც მოიგეს, თუმცა აღსრულება ვერ ხერხდება. კომპანიას, რომლის რეკლამებსაც ყველგან წააწყდებით და რომელიც ჭავჭავაძეზე ათეულობით მილიონიან თაუერსს აშენებს, თურმე ფული არ გააჩნია. უშედეგოდ მოგებული სამოქალაქო დავების შემდეგ პროკურატურას მივმართეთ, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს და დაზარალებულებს ისევ სამოქალაქოში, იმავე წრეზე აბრუნებს. კომპანია „აქსისი“ კი ჩაბარების ვადას კიდევ უფრო ავადებს და დაზარალებულებს კვლავაც ლოდინისკენ მოუწოდებს“, - ამბობენ დაზარალებულები. კომპანია "აქსისის" მიერ დაზარალდა 350 -მდე მოქალაქე რომლებმაც ბინებში ფული სრულად გადაიხადეს და 10 წელია, საკუთრებას უშედეგოდ ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)