დანი როდრიკი: მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს
ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა.