|
2016-09-05 15:44:45, 1472 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე: ქართული ბანკები ძალიან მყარია
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოში მყარი ბანკებია და მათი გაკოტრების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ბუცხრიკიძემ სს "კავკასიის განვითარების ბანკი - აზერბაიჯანის“ გაკოტრებაზე და საქართველოში მოქმედი მის შვილობილი ბანკისთვის "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველო" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბუცხრიკიძის მტკიცებით, კვლევები ადასტურებს, რომ საბანკო სექტორი ყველაზე მეტად განვითარებული საქართველოშია: " ბოლო 10-15 წლის განმავლობაში უამრავი კვლევები აჩვენებს, რომ ფინანსური სექტორი, საბანკო სექტორი არის ყველაზე უფრო განვითარებული საქართველოში. ამ შემთხვევაში არსებობს მაქსიმალური ნდობა და კვლევები ყოველთვის აჩვენებდა, რომ უმაღლესი მაჩვენებელი ნდობის კუთხით საქართველოში საბანკო სექტორს გააჩნია. მაგალითად მინდა მოვიყვანო 2008-2009 წლები, როდესაც საქართველოში ყველაფერი ერთად ცუდად მოქმედებდა, აგვისტოს მოვლენები 2008 წელს, შემდეგ დაერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, გლობალური ფინანსური კრიზისი, მაგრამ არც ერთი ქართული ბანკი არ გაკოტრებულა და არც ერთ ქართულ ბანკში არ გამხდარა საჭირო სახელმწიფოს ჩარევა ( როგორც მოხდა ეს უამრავ ევროპულ და ამერიკულ ბანკებში). ქართული ბანკები ძალიან მყარია.ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის, რომ საკმაოდ მკაცრი რეგულირებაა ეროვნული ბანკის კუთხით",-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)