15:33 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 14:21:52, 1840 ნახვა

საზოგადოება
ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

გერმანიულ-კავკასიური გაერთიანების, ჩეჩნური დიასპორის ორგანიზებით, გერმანიაში, რუსეთის საელჩოსთან  საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის პირდაპირ ეთერს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

დემონსტრანტები 23 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ.

„მინდა ყველა ქალს, ყველა დედას, ყველა დას, ყველა შვილს, ყველას, ვისაც ამდაგვარი სირთულეები განუცდია ცხოვრებაში, ალბათ კარგად გამიგებს. აქ ვდგავარი პრევენციისთვის, რომ მსგავსი რამეები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ხანგოშვილის მეუღლემ.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა ბანერები აქვთ მიტანილი.

გარდა ამისა, დემნოსტრანტებს აქციაზე მიტანილი აქვთ ჩეჩენი ლტოლვილების სია, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უცხოეთში იქნენ დახვრეტილები.

შეგახსენებთ, რომ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი რამდენიმე დღის წინ ბერლინში მოკლეს.  BBC-ის ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 49 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდა. ის ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით ჩავიდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონდა შეძენილი. BBC-ის მიერ მომზადებულ მასალაში ზელიმხან მარგოშვილის ვინაობაზეც არის საუბარი. მედიის ცნობით, ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც თბილისში მასზე თავდასხმა განხორციელდა.  მანამდე ვრცელი მასალა გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის  ხეობაში დაკრძალეს.

 

 

ფოტო: რადიო თავისუფლების პირდაპირი ეთერი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics