2026-07-19 23:18:46, 409 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა სამოქალაქო სატვირთო გემ „GOLDEN LEO“-ს სამი Kh-59/Kh-69 რაკეტით შეუტიეს.
გემი გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მიცურავდა და თურქულ კომპანიას ეკუთვნოდა.
დარტყმის დროს ის საბრძოლო ზონიდან მარცვლეულის ტვირთით ტოვებდა. რვა ადამიანი გადაარჩინეს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან