|
2026-07-24 15:02:57, 257 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუმინულმა F-16-მა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი პირველად ჩამოაგდო. ინციდენტი 24 ივლისს მოხდა. როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შემთხვევა დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ პილოტმა ცეცხლის გახსნა ყოველგვარი რისკის გარეშე შეძლო. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასშტაბური შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზია და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე — ქალი და ბავშვი. ოდესის ოლქის იზმაილის რაიონი უშუალოდ ესაზღვრება ნატოს წევრ რუმინეთს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ცნობით, საჰაერო განგაში ოდესისა და იზმაილის რაიონებში გამოცხადდა. თავის მხრივ, ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა დააზუსტა, რომ უშუალოდ ქალაქში დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ იერიშის სამიზნე ოდესის პორტში არსებული უკრაინის არმიის საწვავის რეზერვუარები და იზმაილის პორტში განთავსებული სამხედრო ტვირთების საწყობები იყო. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. რუსეთის ჯარები ოდესის ოლქზე ინტენსიურ შეტევებს განაგრძობენ. სამოქალაქო ობიექტების დაზიანებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მიუხედავად, მოსკოვი ყოველჯერზე ირწმუნება, რომ დარტყმები მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე ხორციელდება. პარალელურად, რუსეთის იერიშების ქვეშ არაერთხელ მოექცა სამოქალაქო სატვირთო გემებიც.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)