|
2019-05-16 15:52:11, 894 ნახვა
საზოგადოება
თბილისი პრობაციის ევროპული კონფედერაციის მე-12 ფორუმს მასპინძლობს
თბილისი პრობაციის ევროპული კონფედერაციის მე-12 ევროპულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევრაზიის ქვეყნებში“ თბილისში პირველად ტარდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა პრობაციის ევროპული კონფედერაციის წარმომადგენლებს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების თბილისში ჩატარებისთვის და ვრცლად ისაუბრა პენიტენციური და პრობაციის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. „საერთაშორისო კონფერენცია „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ევრაზიის ქვეყნებში“ ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები გაეცნონ პრობაციის სისტემაში მიმდინარე სიახლეებს, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, გააძლიერონ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები სამომავლო თანამშრომლობისთვის. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულად შეესაბამება უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებააღკვეთილ პირთა ღირსების და პიროვნების დაცვის კუთხით. ჩვენს სისტემაში მიმდინარე რეფორმები წარმოადგენს ბოლო წლებში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მოდერნიზაციას ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. ფორუმში პრობაციის ევროპული კონფედერაციის პრეზიდენტი ჯერი მაკნელი, კონფედერაციის წევრი სახელმწიფოების 50 დელეგატი და მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ. ღონისძიებას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრ და არაწევრ ქვეყნებს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციას და რეინტეგრაციას ისეთი ღონისძიებების გამოყენებით, როგორიცაა: პირობითი მსჯავრი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, მედიაცია და შერიგება. ამასთან, „CEP“-ის მიზანია, გააძლიეროს პრობაციის მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე, ხელი შეუწყოს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ამ სფეროში დასაქმებული პირების პროფესიონალიზმის ამაღლებას.
(NS)
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)