|
2026-07-22 14:12:41, 327 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა კომენტარი გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ „საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა“. „Formula TV-ის ჟურნალისტ ვახო სანაიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მკაცრ სასჯელს მიუსჯიდნენ, ნუგეშის მომგვრელი არ არის. ეს აჩვენებს, თუ ევროპის რომელ მხარეს იმყოფება დღეს საქართველო - მის ავტორიტარულ მხარეს“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ გამოქვეყნებული პოსტისთვის.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)