15:39 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 15:49:17, 954 ნახვა

საზოგადოება
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) ერთ-ერთი სექტორის - დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების განხილვის მიზნით, სასტუმროში „Holiday Inn“ ტრენინგი დაიწყო.

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ტრენინგის მნიშვნელობის შესახებ და ყურადღება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ცოდნის ამაღლების საჭიროებაზე გაამახვილა.

ტრენინგის ფარგლებში, დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის გარემოზე ზემოქმედების საკითხი მარტვილის რაიონში, კურორტ ლებარდეს სივრცითი მოწყობის დოკუმენტის მაგალითზე განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა ქართული კანონმდებლობისთვის ახალ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, ტრენინგი მნიშვნელოვანია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.

ტრენინგი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

ორდღიან ტრენინგს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის საერთაშორისო და ეროვნული კონსულტანტები გაუძღვებიან.

ტრენინგში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი და რეგიონული მუნიციპალიტეტების ასევე, შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics