|
2019-05-16 13:27:58, 1087 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ
ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების თქმით, მათი სამუშაო პირობები შესაბამისი არ არის. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ. ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის წევრები დღეს მაღაროელებს შეხვდნენ. მათი ინფორმაციით, გაფიცულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ადგილზე ჩვენ დაგვხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გაფიცულები ესაუბრებოდნენ სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორს, აკაკი გურჯიძეს. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. ჩვენი ორგანიზაცია იქ იქნება, სადაც მაღაროელები იქნებიან და ნებისმიერ პროცესებში შეეცდებიან დაიცვან მათი ინტერესები“, - აცხადებენ პროფკავშირებში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)