14:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-15 16:35:57, 1041 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული, მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად. შენობა გამარჯვებულ კომპანიას გუშინ გადაეცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, ის დაიცალა ძველი სტენდებისგანაც.

„პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. ასევე, შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებას.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 4 თვეში და მისი ღირებულებაა 125 821 ლარი. რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტით ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics