|
2019-05-15 12:01:24, 1107 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით იზრდება იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება დაფინანსებით ისარგებლოს
"ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით იზრდება იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაზემ განმარტა, არიან მძღოლები, რომლებმაც ტაქსის ლიცენზიის აღების შემდეგ შეცვალეს ავტომობილები, ამიტომ ვაუჩერს ვერ იყენებენ. "ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები 1-ელი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. ასევე, მნიშვნელოვანი შეღავათი დავუშვით 11 ოქტომბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა თუ ეს პირები ფლობენ არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ასევე შეძლებენ ვაუჩერების მიღებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)