|
2019-05-15 12:04:04, 972 ნახვა
საზოგადოება
სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს
სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კონკურსში ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers-მა გაიმარჯვა. „სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია - ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ორივე ხაზისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მიზანშეწონილობის ანალიზი) უნდა განახორციელოს. ასევე, მოამზადოს პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოიკვეთება, რამდენად არის შესაძლებელი რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. „საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ, როდესაც სრული დოკუმენტაცია გვექნება, მშენებლობის დაწყებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)