14:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 15:15:16, 506 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის ცნობით, ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგი შსს-სთან და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ჯანდაცვის ცნობით, ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგი შსს-სთან და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186  ობიექტი შეამოწმა.  პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.

„ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ ვითარებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექტორთა ჯგუფები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ დროისთვის, დამსვენებელთა შორის სოციალური დისტანციის, ნაკადების კონტროლის დაცვისა და ერთ სივრცეში მაღალი კონცენტრაციის პრევენციის მიზნით, ბადეების საშუალებით მიმდინარეობს სპეციალური დერეფნების მოწყობა. პარალელურად, გრძელდება ინსპექტორთა ჯგუფების  ჩართულობით ობიექტების მხრიდან დადგენილი რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი. ასევე, ინსპექტორები ზედამხედველობას უწევენ ობიექტების შესასვლელებს. 

9-13 მარტის პერიოდში შრომის ინსპექციამ გუდაურსა და ბაკურიანში სულ 186  ობიექტი შეამოწმა.  პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, მათგან 146-ზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 18 პროტოკოლის დაცვაზე კითხვარის საშუალებით შემოწმდა. 22  ობიექტის  გადამოწმებისას  კი დადგინდა, რომ  წესების დაცვით ოპერირებდნენ.

შრომის ინსპექციის სამსახური საკურორტო ზონებში განთავსებული ობიექტების ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics