|
2021-03-11 13:25:09, 552 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება
ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც, მობილურ ტელეფონში არსებული ციფრული საფულის საშუალებით მომენტალური გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის - საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათების კომფორტულობა პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ ისე უსაფრთხო პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული გადახდის შესაძლებლობა მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, სანამ მისი გამოყენებისას უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის წესებს დავიცავთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყურადღება არასოდეს უნდა მოვადუნოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ: 1. არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას; 2. არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო; 3. ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემაც; 4. ნურავის გაუზიარებთ ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს, ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია; 5. ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით. წყარო: ედუფინი
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)