|
2021-03-09 10:41:04, 623 ნახვა
საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი თბილისში გადმოიყვანეს
ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი წუხელ გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს. მარტვილის საავადმყოფის მორიგე ექიმის, ლევან ქობალიას განცხადებით, მას წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება და სპეციალიზებულ კლინიკაში საჭიროებს მკურნალობას. „მარტვილიდან კატასტროფის სამსახურის მიერ იქნა გადმოყვანილი 2 პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ კვლევები. მიღებული კვლევების საფუძველზე პაციენტებს დაესვათ დიაგნოზი. ერთს აქვს წელის მეოთხე მალის კომპრესიული მოტეხილობა. შესაბამისად, პაციენტს სჭირდება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა და ხდება მისი ორგანიზება. მეორე პაციენტს აღენიშნება მარცხენა წვივის მედიალური მენჯის მოტეხილობა. ამ პაციენტმა უარი განაცხადა მომსახურებაზე და თავისი სურვილით გაეწერა“, - განაცხადა ლევან ქობალიამ. შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდნეტი გუშინ მოხდა. ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ოთახში მყოფი სასულიერო პირების დაპირისპირების კადრების გადაღება სცადეს. მღვდელმსახურები კი მათ გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. დაპირისიპირების დროს გადატყდა მოაჯირი და აივანზე მყოფები მეორე სართულიდან გადავარდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)