|
2021-02-22 15:19:52, 611 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე: ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას - არ გვეშინია იარაღის ჟღარუნის
გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დანთება არავის ეპატიება, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას მხარს დღეს დაუჭერენ. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებებით დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება ოპოზიციის დევნა. „ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს განსაკუთრებული აგრესიით, ზიზღის ენით, პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის, საერთაშორისო პარტიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა ეს იქნება დევნა, პოლიტიკური ოპოზიციის. მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის დანთება არავის ეპატიება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე დასძინა, რომ არავის ეშინია იარაღის ჟღარუნის და ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის ბაქიბუქის. „ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას, არავის არ ეშინია იარაღის ჟღარუნის, არავის არ ეშინია მისი ბაქიბუქი ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან, მაგრამ ის, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში არის ძალიან დიდი დაძაბულობა, გახარიას და მთავრობის გადადგომის გამო, ის, რომ ისინი დაბნეულები არიან და ბევრი კლანი შეეჯახა ერთმანეთს, ესეც ამის გამოძახილია და ცდილობს, რომ გაამხნევოს ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მომავალი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მას პირობას ვაძლევ და ყველას, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მომავალ გაგრძელდება, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გამძაფრება არავის ეპატიება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)