|
2020-11-04 14:21:25, 553 ნახვა
საზოგადოება
ევროპის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი გაეცნო. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ განვახორციელეთ კახეთის გზატკეცილისა და ევროპის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მაშინ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ მონაკვეთის დატოვებაზე, ვინაიდან ავარიულ მდგომარეობაში იყო და სჭირდებოდა კაპიტალური შეკეთება. სამუშაოები იანვარში დასრულდება. ჩვენ, მართალია, ვამბობთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ რეალურად, აქ მოეწყობა ახალი ხიდი თავისი საყრდენებით და გადახურვის კოჭებით. სამუშაოებს კომპანია „ენ-სი-სი“ აწარმოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. მიმდინარე სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც გაეცნო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე, რომელიც დაახლოებით 1700 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ასფალტობეტონის ახალი საფარი ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს თვალამრიდების, ტროტუარების, სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 328 000 ლარია, 2021 წლის იანვარში დასრულდება.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)