15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 14:19:12, 626 ნახვა

საზოგადოება
კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშაობას გააგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღებიც.

„თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე,  ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება კერძო საბავშვო ბაღებზე, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედ საბავშვო ბაღებზე და ისინი ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics