15:49 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 17:42:02, 555 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები, რომლებიც პირბადეებს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან

ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებაზე ფულადი ჯარიმა დაწესდა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.

„ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს რის 20 ლარი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთანავე, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებს. ამასთანავე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში, გარდაბანსა და აჭარაში სკოლებში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics