16:50 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 20:28:08, 614 ნახვა

პოლიტიკა
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ში პარტიული სია 52-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

ცესკო-ს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა.

თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკო-ს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი სამდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ბოლო მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგინა 52- მა, მათგან ორი ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა.

საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics