|
2020-10-01 14:03:21, 572 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - ივანიშვილსა და სააკაშვილს სურთ, დახატონ შავ-თეთრი სურათი, რომ თითქოს ორპოლუსიანი არჩევანია
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ შეასრულებს იმ პუნქტებს, რომლებიც გაწერილია პარტიის ვალდებულებათა ბარათში. ამავდროულად, კახიძემ აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი ცდილობენ დახატონ ორპოლუსიანი სურათი, თუმცა კახიძის თქმით, არჩევანი არსებობს და ეს არის ევროპული საქართველო, რომელიც მოუტანს ქუთაისს და მთლიან საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს. „ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხება ქუთაისს, ამ ქალაქს, რაც მდგომარეობს პარლამენტის დაბრუნებაში ქუთაისში, რაინეარის ბაზის გახსნაში ვიზეარის ბაზის აღდგენასთან ერთად, რათა მილიონი ტურისტი შემოვიდეს ქალაქში. ჩვენ ასევე ვგეგმავთ გადასახადების შემცირებას, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, რათა შემოვიდეს სიმდიდრე ქუთაისში. „რაც შეეხება იმას, თუ რას არ გავაკეთებთ, ძალიან მკაფიოა ჩვენი ხედვა, არ არის არჩევანი შავ-თეთრი, ივანიშვილს და სააკაშვილს სურთ, რომ დახატონ ეს შავ-თეთრი სურათი, რომ თითქოს არის ორპოლუსიანი არჩევანი, არ არის ასე, ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ჩვენ ამომრჩეველს და ვეუბნებით კონკრეტულად რას გავაკეთებთ და რას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)