|
2020-09-30 13:23:50, 523 ნახვა
პოლიტიკა
საბურთალოს N2 საარჩევნო ოლქში ხმაური იყო
საბურთალოს N2 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და საოლქო კომისიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ოლქში მიმდინარე პროცესებზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც არ მისცეს. „არ მაძლევენ დასწრების უფლებას, ბუნებრივია ამაზე მქონდა პროტესტი და დავაფიქსირე ცესკოს ცხელ ხაზზეც, სადაც მიპასუხეს, რომ შევალ თუ არა ეს დამოკიდებულია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფოლადაშვილის ნება-სურვილზე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლია გიორგაძემ. თამაზ ფოლადაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას. „ამ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს შესაბამის წარმომადგენელს. მხარეებს განემარტათ მათი უფლებამოსილებები, თუმცა როგორც იქცევიან და როგორც მოიქცნენ თქვენ თვითონ ხედავთ და ნახეთ“, - განაცხადა ფოლადაშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)