|
2020-09-29 13:35:26, 580 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში
„სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ამას სჭირდება კომპეტენციაც, წარსულის გააზრებაც და შეცდომის აღიარებაც. „ყველა ოლქში აბსოლუტურად განსხვავებული და ამავე დროს საერთო კამპანია გვაქვს, ფოკუსირებული გარდამტეხ ცვლილებებზე. ამავე დროს ყველას აქვს განსხვავებული და ინდივიდუალური კამპანია. სწორედ ეს არის გუნდის მარილი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ვინ არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე და რა არის „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა“, გეტყვით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეები არ არიან ადამიანები, „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა იყო ის, რომ ხალხმა უარი თქვა კორუფციაზე, სახელმწიფოს არარსებობაზე, ნეპოტიზმსა და საბჭოთა კავშირის გადმონაშთზე ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრეობა არის რეფორმები, რომელმაც ეკონომიკა ფეხზე დააყენა და დღემდე 8 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ანგრევს, დახუნძლა უაზრო პარაზიტული რეგულაციებით, მაგრამ მაინც ვერ დაახრჩო და თუ რამე არსებობს დღეს, სწორედ ამ რეფორმების შედეგია. ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა და „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრე გუნდი დგას აქ, იმიტომ, რომ ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია, უაზრო ბიუროკრატია. ეს გუნდი სჭირდება დღეს საქართველოს, რადგან ხვალ საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ცვლილებებს სჭირდება კომპეტენციაც, წარსულის გააზრებაც, შეცდომის აღიარებაც და იქ, სადაც ჩვენ ოდესმე მიგვიღწევია, ყოველთვის ვიცით, რომ არასდროს უნდა მოვითხოვოთ მადლობა და სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, იქ ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში. სწორედ ეს არის გუნდის სიძლიერე, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ პარლამენტზე, რომელმაც უნდა მიიღოს კანონი, ამას სჭირდება გუნდი. პარლამენტი არ არის არც სპორტდარბაზი და არც ფილარმონია, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა მოემსახურო. 4 წლის ვადით ჩაირთო წამზომი და ეს წამზომი გვავალდებულებს ჩვენ, რომ დავწიოთ გადასახადები, შევამციროთ ბიუროკრატიის ხარჯი, გავაძლიეროთ სასამართლო. მართლმსაჯულება და კრიმინალთან ბრძოლა არასდროს აღარ უნდა იყოს ადამიანის უფლებების ხარჯზე და ამას სჭირდება ცოდნა, კომპეტენცია, გამოცდილება და ის, რაც დღეს საქართველოში სწორედ „ევროპულ საქართველოს“ წარმოაჩენს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)