|
2020-09-28 16:00:43, 500 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 72 საათში ერთხელ PCR-ტესტირებას გაივლის
ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით, 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსცენტმა განუცხადა. მათი ინფორმაციით, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №322-ე დადგენილებით არის განსაზღვრული. დადგენილების თანახმად, საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 29-30 სექტემბერს შედგება. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყველა წევრს, ბრიუსელში გამგზავრებამდე PCR კვლევა უკვე ჩაუტარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)