14:35 - 22 Jul, 2026
|
2020-09-28 10:15:46, 934 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა
2020 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას სოსო გიორგაძე დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)