|
2020-09-28 00:13:03, 424 ნახვა
პოლიტიკა
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიის რეგიონიდან ორმოცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, სამი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნების" ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ოზურგეთის შტაბის წევრებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. „ ჩვენ, დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი საამაყო გმირები და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. სწორედ ასეთი გმირების თავდადება იქცა მომავალი თაობების ნამდვილ მაგალითად, მათი თავგანწირვა გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება. 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული ფურცელია", აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ. დღესვე, კანდიდატი საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის თემურ ჭიტაძისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის, სეფერთელაძე ნუკრის ოჯახებს ესტუმრა. „მინდა ამ ადამიანებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო, მივუსამძიმრო და თანავუგრძნო. ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება თითოეული მათგანის გვერდით", - ვასილ ჩიგოგიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)