14:34 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 18:21:37, 675 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მორჩა პოლიტიკოსების კარგად ყოფნა

„ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ჩვენი ამოცანაა ამის შეცვლა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების კარგად ყოფნა უნდა დასრულდეს და იმ მთავრობის მდიდარი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელიც თავის თავს აკლებს და ხალხს საქმეს უკეთებს.

„ყველაფრის შეცვლა არის შესაძლებელი და ჩვენი ამოცანა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე არის ის, რომ ეს გაჭირვება, უიმედობა, კრიმინალი, უმუშევრობა და პრობლემა წელში გავტეხოთ და ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ბედი. ამ არჩევნებით უნდა გადაწყდეს საქართველოში მცხოვრები 4 მილიონი ქართველის ბედი. მორჩა პოლიტიკოსების კარგად ყოფნა, ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ჩვენი ამოცანაა ამის შეცვლა და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა იმ მთავრობის, რომელიც თავის თავს აკლებს და ხალხს უკეთებს საქმეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics