13:16 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 13:17:48, 3275 ნახვა

რეგიონი
ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივები შუახევში

შუახევის მერის ფრიდონ ფუტკარაძის ინიციატივით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო მოქმედებს.

საბჭოს მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა,  ახალგაზრდებსა და მუნიციპალიტეტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა,  სამიზნე ჯგუფების ინფორმირება, განხორციელებული პროექტების მონიტორინგი და ა.შ.

საბჭო თვეში ერთჯერ იკრიბება და მათი ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით  არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მორიგი სოციალური აქცია საბჭოს წევრებმა, მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან, საკრებულოს წევრ გოგი ზოიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად სოფელ ფურტიოში  გამართეს. ნოშრევან ქამადაძის მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს და ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწიეს.

წევრების საბჭოს ინიციატივით პერიოდულად მადლობის ბარათი  გადაეცემა მუნიციპალიტეტის განვითარებაში და სამოქალაქო აქტივიზმში შეტანილი წვლილისთვის  მოქალაქეებს.

პროექტის ფარგლებში მადლობის ბარათი შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მარი კლერ ორსეტს და ნინო ბერიძეს გადასცა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics