2026-06-16 12:30:20, 273 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ალეკოს ელსიაშვილის სასამართლო პროცესზე - მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" ჟურნალისტი იუწყება, მოსამართლემ პოლიტიკოსს შემდეგი ფრაზა არ აპატია: "მაცადეთ თქვენი ჭირიმე კითხვის დასმა".
ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ის ექსპერტები იკითხებიან, რომლებმაც სამედიცინო და ქიმიური ექსპერტიზები ჩაატარეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,