2026-06-16 12:28:33, 267 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.
„რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს დაინიშნოს“, - ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.
რუსული მედიის ცნობით, წელს სახელმწიფო დუმის არჩევნებში პირველად, მონაწილეობას ოკუპირებული დონბასისა და ე.წ. ნოვოროსიის მოსახლეობა მიიღებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,