13:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 14:27:08, 1482 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მანსიპნძელი, რაც ცხოველთა ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი პროგრესის აღიარებაა

„საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი,  რაც აღიარებაა იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარიზში, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეაზე  გადაწყდა, რომ სექტემბერში  ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს 53 ქვეყნის დელეგატი ესტუმრება.

„ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული  ქვეყანაა და ჩართულია გლობალურ და რეგიონულ პროცესებში  და სულ უფრო  ხშირად ჩნდება ასპარეზზე, როგორც აქტიური მონაწილე.  ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობებში მიაღწიოს  კიდევ უფრო მეტ  პროგრესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა  პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics